დედი!


ჩემს მარტოობას სტიროდა ქარი,
სისუსტე უხმოდ კვდებოდა ჩემში,
და მე ძლიერი, ვით ქარიშხალი,
ვიბრძოდი წვიმის ულმობელ თქეშში.

ღიმილით შევსვამ ტკბილ – მწარე შარბათს,
საწუთროს მორევს უსიტყვოდ ვხვდები,
მე ემიგრანტი ქალი ვარ ახლა
და ძალას მაძლევს ძახილი – დედი!

ცხოვრების ომში მუდამ ვიმარჯვებ,
სულს მისხივოსნებს სამშობლოს ხმები,
და მე ძლიერი ვიქნები მანამ,
სანამ ჩამესმის ძახილი – დედი!

19 ოქტომბერი 2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი