სიყვარულს!
სიყვარულო ლამაზო და ამ ცხოვრების სამკაულო, სიყვარულო, – ზღაპრებიდან მოფრენილო სასწაულო. ცისფერო და ვარდისფერო, სულ მზიანო, სულ ხმიანო, სიხარულის მწუხარებავ, მთვარესავით შარმიანო. ფიფქებივით სპეტაკო და აპრილივით გაფურჩქვნილო, მარტივით გადარეულო, ქალწულივით დარცხვენილო. სიყვარულო აღმაფრენავ, ხალხის მოდგმის საძირკველო, მზის სხივივით მოციმციმევ, ყველასათვის სასურველო. ყველა დროის მარგალიტო, ყველა გულის გასაღებო, ბრძენო, ყველა ენის მცოდნევ, ყველასათვის გასაგებო. სიყვარულო ლამაზო და ამ ცხოვრების სამკაულო, გაგიმარჯოს სიყვარულო, ჩვენი გულის სასწაულო! 15 მარტი 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი