*** (ხეო, როგორ გყვარებივარ)
ხეო, როგორ გყვარებივარ, ხეო, როგორ მბაძავ, გაზაფხულზე ყვავილების ჩაგიცვია კაბა... ზაფხულობით მწვანე მანდილს მოხდენილად იხვევ, ჩიტუნები სიყვარულზე გიყვებიან მითებს. შემოდგომით შენც ჩემსავით "მელირებას" იხდენ! მაგრამ ზამთრის სიცივეში გაშიშვლებას ირჩევ... ხემ პირქუშად შემომხედა: – აღარა ხარ ბავშვი, რას ვერ ხვდები, არ ვშიშვლდები, შემოვდივარ სახლში! 21 ოქტომბერი 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი