ქალმა, რომელმაც უფლის შვილი მუცლით ატარა,


ქალმა, რომელმაც უფლის შვილი მუცლით ატარა,
თურმე დალოცა ყველა ქალი, ყველა პატარა...

უფალმა, როცა მძიმე ჯვარი მხრებით ატარა,
მან სწორედ იმ დროს, მიტევების ენა გვასწავლა.

დაე, გამჩენი ჩვენთან იყოს აწ და მარადის,
რომ ქართველს აღარ დასდგომოდეს ჟამი ღალატის...

მუდამ კეთილად მთავრდებოდეს ცხოვრების ფილმი,
სად ყველა ჩვენგანს მთავარ გმირის ატყვია ნიჭი.

ქალმა...
იმ ქალმა უფლის შვილი მუცლით ატარა,
ასე დალოცა ყველა ბავშვი, ყველა პატარა!

7 ნოემბერი 2014

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი