გიორგი
რუსთაველზე მოაბიჯებს, რუსთაველი უხდება, ტატოს მფრინავ მერნის მადლი დასტყობია ფიქრებად. შავგვრემანი ჭაბუკია, შავი ჩოხა აცვია, ის სამშობლოს იმედია, ის მომავლის კაცია! რა ბიჭია! – არც ერთ გამვლელს რჩება შეუნიშნავი, გოგონები ჩურჩულებენ: – იცნობთ? იცით ვინ არის? რუსთაველზე მოაბიჯებს, მხიარული, გულღია, ტუჩთან ხალი უცინის და რწმენა სანთლად უნთია! 7 აპრილი 2013
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი