გაბრაზებული ლექსი


ნუ აკაკუნებ ჩემს კარებზე, კარს არ გაგიღებ,
ჟამთასვლამ შენი დამანახა ნამდვილი სახე,
მთელი ცხოვრება შენზე დარდი გულში ტიროდა,
წადი! მომშორდი! შეიყვარე, სხვა ქალი ნახე!

ყველა ტკივილი შენგან მტკივა, შენგან მცნობია,
ამ ცალი უღლის სიმძიმეც ხომ შენ მისახსოვრე,
ვერ მაპატიე ერთი ვაშლის დაგემოვნება,
და ცხოვრებასთან, – ამ ურჩხულთან მარტო დამტოვე...

და ახლა ისევ... ისევ დგახარ ჩემი სარკმლის წინ,
რადგანაც თურმე მე ვყოფილვარ სიცოცხლე, – ქალი!
და ნიავს მოაქვს ჩემთან შენი ჩუმი ჩურჩული:
"მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი..."

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი