ნეტავ...
ნეტავ ჩიტის ენა მომცა, გიგალობებ ყოველ დილით, მზე ვიყო, რომ, შენს სახეზე თამაშობდეს ჩემი სხივი. წყაროდ ვიქცე, რათა მწყურვალს, ჩემი პეშვით გასვა წყალი, იქნებ ვიყო სხვისი ცოლი, გამოგექცეს ჩემსკენ თვალი. მსურს ნიავად ვიქცე, რადგან, მოგეფერო ჩუმად, ჩუმად... ის ჰაერი ვიყო, ჩემო, ყოველ წუთას შენ რომ სუნთქავ! იქნებ ვიქცე იმ გვირილად, ვისაც ანდობ სატრფოს სახელს, მსურს, რომ ვიყო მე ის ქალი, ვინც შენ წუხელ სიზმრად ნახე... ვიყო ქალი, ვინც შენ გიყვარს, მკერდზე შენი ცრემლის ღილით, ნეტავ ჩიტის ენა მომცა, გიგალობებ ყოველ დილით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი