გული, რომელიც ბრწყინავს მზესავით
მზე გამობრწყინდა და სამყაროს გახადა შავი, მოვიდა წვიმა მწყურვალთათვის ლხინის მთესავი, ვიღაცამ მშიერს უწილადა ნატეხი პური, ეს ხომ გულია, გულიც ბრწყინავს თურმე მზესავით... მომაკვდავს ვიღაც მადლიანი აშველებს ლოცვას, ბრუნავს საწუთრო, მასზე დარდობს თურმე მლექსავი, წაქცეულისკენ გაწვდილია მრავალი ხელი, ესეც გულია, გულიც ბრწყინავს თურმე მზესავით... სამშობლოსათვის გათენებულ ღამეებს ვერ სთვლის, ყოველი წუთი მისთვის ცოცხლობს, მისთვის მკვნესავი, ასეთ სიყვარულს ქვეყნად ალბათ ვერავინ დასთმობს, ეს ის გულია, გული, რომელიც ბრწყინავს მზესავით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი