შენ შინ ბრუნდები... (ლელა გიგაურს)
შენ შინ ბრუნდები ასე ლამაზი, ასეთი კოხტა და სანატრელი, და მეფის ქალაქს შენს მოლოდინში გადაჰფენია შუბლზე ნათელი. მოირთვებიან შენთვის ქუჩები, სადაც წლების წინ ლაღად გივლია, შენი ლამაზი შვილები ალბათ შეხვედრის წუთებს ჩუმად ითვლიან. ნიუ იორკი ნათელი სევდით გემშვიდობება, გემადლობლება, და გაკვეთილი სიკეთის, სიბრძნის, შენგან მას მუდამ ემახსოვრება. დამილოცნიხარ! უღრუბლოდ გევლოს, სამშობლოს სითბო გზად გეფინება, მე კი ისეთი გრძნობა მაქვს ახლა, ბავშვი დედას რომ გაეტირება. 15 დეკემბერი 2015
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი