მე კი მეგონა...(ვუძღვნი თელავის პირველი სკოლის მასწავლებლებს)


მე სიხარულიც ცრემლებად მცვივა,
თქვენთან შეხვედრის წუთი მალხინებს,
მოგონებებმა, წარსულზე ფიქრმა,
ბევრჯერ, ო, ბევრჯერ მე ამატირეს...

მაინც ამაყად მივყვები ჩემს გზას,
და გულში სითბოდ მეღვრებით ყველა,
სამასწავლებლოს კართან ვდგევარ და 
თქვენთან შეხვედრას ფიქრებში ვხედავ.

ასეთი კარგნი, ლამაზნი, ბრძენნი,
მეფის სკოლას თუ შეჰფერის მარტო,
და მეგობრებო, ძალიან ხშირად,
ჩიტივით ცაში გაფრენას ვნატრობ...

სულში ნათელმა შემოიხედა,
მოგონებების შევსვი ფიალა,
ზარმა დარეკა პირველი სკოლის,
სათქმელმა გული ამიფრიალა.

მე კი მეგონა მეფის ქალაქში,
დიდი ხანია აღარ მელოდნენ,
და საყვარელი ქალაქის ქუჩებს,
მოგონებები შემორჩენოდნენ.

16 დეკემბერი 2015

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი