მეკვლე (ეძღვნება თია მღებრიშვილს)


ჩვენი სახლის შეუცვლელო მეკვლევ,
დაგელოცოს მადლიანი სიტყვა,
ცხოვრებაში მუდამ უკან გდევდეს
სიხარული, – მზეს ჩაწნული ფიფქად.

დაკეტილი სახლის კარებს შეხსნი,
ძველებურად, ტკბილეულით სავსე,
იქ ბავშვობა გეგებება შენი?
აბა, რატომ მიიჩქარი ასე...

იქნებ ნატრობ მოგიზგიზე ბუხარს,
მასპინძლების ღიმილიან სახეს,
და ვინ იცის, რამდენის თქმა უნდა,
მაგ ოქრო – გულს, გაბრწყინებულ თვალებს!

ჩვენი სახლის შეუცვლელო მეკვლევ,
დაგელოცოს მადლიანი სიტყვა,
ცხოვრებაში მუდამ უკან გდევდეს,
სიყვარული, – მზეს ჩაწნული ფიქრად.

2 იანვარი 2013

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი