*** (მე – ზამბახების მესაიდუმლე,)


მე – ზამბახების მესაიდუმლე,
შენ კი – რაინდი, ჩვენგან რჩეული,
და წმინდა გრძნობა, ყველა გრძნობისგან
ასე სათუთად გამორჩეული.

მე ზამბახების ცისფერ ჩურჩულში,
ჩამესმის შენი ფიქრთა თარეში,
და სიყვარულის ციმციმა სხივი,
ბავშვივით ცელქობს მაგ შენს თვალებში.

ამ სიყვარულის თავნება რაში
მიჰქრის, მიაპობს ცხოვრების წყვდიადს,
ქვეყნად ყველაფერს, რაც კი ნაღდია,
ყველაფერს მისი სახელი ჰქვია!

მე – ზამბახების მესაიდუმლე,
შენ კი – რაინდი, ჩვენგან რჩეული,
და სიყვარული – გრძნობა ლამაზი,
ამ გულებიდან გამოქცეული!

10 მაისი 2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი