წლები უშენო (საქართველოს)
თუ ტკივილი ხარ, – მტკიოდე მინდა, თუ აღმაფრენა – მომეცი ფრთები, დაღლილ ფიქრებში გინახავ ფრთხილად, გულს კი ატყვია უშენო წლები. ვოცნებობ შენზე, – კვლავ გნახავ როდის, სავალ ბილიკებს შორით მინათებ, ცაზე ციმციმებ, როგორც ვარსკვლავი, და ჩემთვის გულში ჩუმად გინატრებ. მერე გავყვები წარსულის ნიავს, მთვარე მიამბობს ამბავს ახლანდელს, უშენო წლები ნისლებად ჰქრიან, უშენო წლებმა უღვთოდ დამათვრეს. ეს მონატრება მიმაბარბაცებს, ჩემი ორღობის ფიქრის ბილიკებს, სადღაც ვიღაცა მწარედ იცინის, სადღაც ვიღაცა ჩუმად ქირქილებს... მე კი სავსე ვარ გრძნობით და შენით, სულზე უტკბესო და განუყრელო, დაიფურცლება სულ მალე ფრენით, წლები ლამაზი, წლები უშენო! 4 ნოემბერი 2013
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი