*** (უღიმღამო დილა)


უღიმღამო დილა,
სხივჩამქრალი მზე,
მოწყენილი წვიმა,
ნისლიანი დღე.

გულში ისევ ცივა,
წერილს აღარ გწერ,
უღიმღამო დილა,
გაბუტული მზე...

... ამ გაზაფხულს უნდა
მოგენატრო შენ!

2 მაისი 2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი