დამიჭაშნიკე! ეძღვნება ლია ქისტაურს
თითქოს ფიროსმანს მოუხატავს ფუნჯით მთა – ბარი, ნუკრის თვალებით იცქირება ჩემი ქვეყანა, დამიჭაშნიკე სიყვარულის ძველი ზღაპარი, პაპის მარანში დარჩენილი თიხის ხელადა. დამიჭაშნიკე სიყვარული იმ პოეტების, საყურის ამბავს რომ ჰყვებიან ობლად შთენილნი, ლექსად მოვარდნილ მეწყრის ძალის გამოყენებით, "თიბათვის მზით" და "ნინოწმინდით" გამორჩეულნი. დამიჭაშნიკე იმ ქართველი ქალის მანდილი, ცხრა შვილის გვერდით რომ იბრძოდა მუხლჩაუხრელი, წყნეთელი ქალის გაუმხელი გულისწადილი, დედის დალოცვა, უსიტყვო და ჯერ არ უთქმელი. ამ სილამაზეს, ამ სიდიდეს სხვა ვინ შესწვდება, მაშ, გავუფრთილდეთ მყვირალობას ტყეში ხარ – ირემს, ასწიე თასი, მეგობარო, ნუღარ შეგრცხვება, გრძნობით დამთვრალი, გთხოვ, ეს ლექსიც დამიჭაშნიკე! 28 მარტი 2014
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი