ნანიკოს და თაზოს! (ქორწინების 13 წლისთავისადმი)
ჩემი შემოდგომიდან თქვენს გაზაფხულს შევხარი, თქვენს გულებში ისევ გალობს სიყვარულის მერცხალი. წლებმა უცებ ჩაირბინეს, დრომ იცვალა ფერი, სიყვარული საგალობელს ისევ ისე მღერის. ერთმანეთის დანახვაზე, გული კრთომას ასწრებს და სიწითლე ძველებურად ეპარება ღაწვებს. მე ამ დიდი სიყვარულის, დღეგრძელობა მინდა, დაგილოცავთ ცხოვრების გზას, ლამაზ ოჯახს, – წმინდას!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი