ქართული მიწა არ იყიდება!
მე მახსოვს, როგორ მტკიოდა სული, ეს მაშინ, როცა ვყიდიდით ბინებს, რომ დაგვეძლია შიმშილი ფლიდი, პური ჰქონოდა ოჯახს და შვილებს. მე ვყიდი ბინას, მე ბინას ვყიდი, ისმოდა გულის ჩუმი ტირილი, და ქვითინებდა ყოველი კერა - ჩვენი სამშობლოს გულისტკივილი. ახლა "მოყვარე" გვიყიდის მიწებს, ურჯულო ცდილობს დაეპატრონოს, ქართველი კაცი თავდახრილი დგას: "როგორც ინებებთ, ჩემო ბატონო" არა! არ ვიცნობ მე ასეთ ქართველს, მასში სამშობლო რწმენად ინთება, გაიგოს ყველამ, ყველამ გაიგოს, ქართული მიწა არ იყიდება! 26 მაისი 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი