*** (სიმღერა)


თბილსა და უმზეო დღეს,
ფიქრებად მოდიხარ შენ,
წამოდი, ვეძებოთ მზე,
სხივებით მოვქარგოთ დღე!

თბილსა და უმზეო ცაზე,
მე და შენ ვიაროთ ასე...
წამოდი მოვძებნოთ მზე,
სხივებით მოვქარგოთ დღე.

წამოდი, ვიაროთ ერთად,
სიყვარულს მოვყევარ შენთან,
უსმინე ჩემს გულის ფეთქვას,
წამოდი, წავიდეთ მზესთან!

17 აპრილი 2017
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი