პაემანი ჭადართან!
ათი წლის შემდეგ, მეფის ქალაქში, ხნიერ ჭადართან დაგელოდები, შენ დამინახავ ნაოჭით თვალთან და ისევ ისე დამიღონდები – ვით მაშინ, გრძნობა უარვყავ როცა, როცა გითხარი ცივად უარი, შენ ვაჟკაცურად ჩაიკლავ სათქმელს, არ მეტყვი, რომ ვარ შენთან მტყუანი. ქარი შეუტევს ასწლოვან ჭადარს, წლები ფიფქებად გემჩნევა თმაში, და ჩვენ მოვუსმენთ ბრძენი ხის ზღაპარს, მაშინდელს, როცა ვიყავით ბავშვნი. მას ახსოვს ჩვენი ახალგაზრდობა, როს გაზაფხული ჰყვაოდა სულში, და სიყვარული – გრძნობა გიჟმაჟი, ჩუმად ცელქობდა ორივეს გულში! ათი წლის შემდეგ მეფის ქალაქში მოხუც ჭადართან დაგელოდები, როს წლები ვერცხლად გაკრთება თმაში, შენ კი ბავშვივით დამიღონდები!... 16 მაისი 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი