წვიმა და პაემანი
პაემანზე შემოგვისწრო წვიმამ, ჩვენს სიყვარულს აეფაკლა ღაწვი, გაოცებით აფახულებს თვალებს ეს ალვის ხე – ტანმაღალი ბავშვი... იმ ჩიორებს არ აშინებთ წვიმა, გულმოდგინედ ჭორაობენ ჩვენზე, – ხვალ მე ამ დროს ამ ადგილას მოვალ! – მეც აქ მოვალ, მოვალ, თუკი შევძლებ! პაემანზე შემოგვისწრო წვიმამ, წვიმამ დაგვდო სიყვარულში ბრალი, თანაგრძნობით შემოგვცქერის დამფრთხალთ, გალუმპული მწიფე ალუბალი... 28 აგვისტო 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი