ცხოვრების ხიდზე


ცხოვრების ხიდზე ჭაბუკს, სევდიანს,
ასტკივებია ობოლი სული,
უთენებია წუხელის ღამე,
არ შეჰხებია მის თვალებს ლული.

საწუთრო ცრემლად დაჰკიდებია,
საწუთრო მკაცრი, საწუთრო რთული,
მისკენ ლამაზი მიდის გოგონა,
მიაქვს ღიმილი და მიაქვს გული!...

29 სექტემბერი 2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი