ნუ მწყევლი ქალო!


ცხოვრების რთული გზებით მივდივარ,
მივაპობ უკუნს, ვჩქარობ და ვწვალობ,
შენ მეუბნები: "მოგიკვდეს დედა!"
მე კი გპასუხობ: "ნუ მწყევლი, ქალო!"

თვალებზე ხშირად მადგება ცრემლი,
შენ ეს ცრემლები ვით დაგიმალო,
"დედა მოგიკვდეს" - ამბობ და ოხრავ,
მე გიბრაზდები: "ნუ მწყევლი, ქალო!"

დედავ, შენ ჩემო დიდო იმედო,
შენი ამაგი როგორ დავთვალო,
" მოგიკვდეს დედა" რამდენჯერ გითქვამს,
იმდენჯერ ვწუხვარ, - ნუ მწყევლი ქალო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი