დათუნას!


მერცხალივით შემოფრინდი,
დილა აგვიმზიანე,
სიხარულით გული კიდევ 
ერთხელ აგვიფრიალე.

დათო პაპას სეხნიავ და
პაპასავით კეთილო,
ვინატრებ, რომ სავალ გზაზე
ია – ვარდი გეფინოს.

დაე, ცეკვით შემოგევლოს
დედამიწა, მსოფლიო,
და ქართული ცეკვის მადლი
ყველგან მიმოგებნიოს...

ჭაბუკიანს, სუხიშვილებს
მოუქარგავთ მამული,
შენც, პატარა "ივერიელს"
გშვენის ცეკვა ქართული!

ნინო მღებრიშვილი
26 სექტემბერი 2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი