მუზა სტუმრად...
ეს რა სტუმარი მეწვია, გიჟი და გადარეული, ამიწიოკა ფიქრები, აზრები - დალაგებული. გაინავარდა ხსოვნაში, შეეხო გულის კარიბჭეს. კალამსაც მიუალერსა: -სათქმელი ხომ არ დაგიხშეს! მუზა მეწვია კისკისით, სადღაცას გადაკარგული, თან მომიტანა სურნელი იასამანის, ქართული. ნაღვლიანს ცრემლი მომწმინდა, ღიმილი გაკრთა თვალებში, მითხრა: - დავბრუნდი, უშენოდ ზეციდან დაბლა დავეშვი. ეს რა სტუმარი მეწვია, სიცოცხლით გაბრწყინებული, ვიცი, ვერ დამთმობს, დარჩება, იმედად დაბრუნებული! 24 ივნისი 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი