მონატრებული სამშობლო


ზამთრის ერთ უთოვლო, მოწყენილ დღეს, ოდნავ შეხსნილი ფანჯრის გადაღმა, დაბალი ხის ტოტებზე უამრავი ჩიტუნა მიყუჟულიყო.
სციოდათ...
შიოდათ...
მაგრამ გაფრენა არც უფიქრიათ.
არ ჭიკჭიკებდნენ, ისხდნენ და სულგანაბულნი უსმენდნენ საოცარი მუსიკის  ჰანგებს...
მელოდია და სიტყვები უცხო იყო, მათთვის უცნობი, მაგრამ საოცრად ლამაზი, ამაღელვებელი და გულში ჩამწვდომი...
ამდენი სტუმარი არ ახსოვს ამ პატარა ხეს. ჩიტუნები კი ემატებოდნენ და ემატებოდნენ.

იქ კი...  შიგნით

თემურ წიკლაური დედამისის ცისფერ თვალებს იფიცავდა...
მანანა თოდაძე ამაღლებულ სიყვარულზე ჰყვებოდა...
ნუგზარ კვაშალი უნიღბობას უჩიოდა...
ყვითელაშვილი გიტარას ატირებდა...
ოთახში მონატრებული სამშობლო მღეროდა...

2007 წელი 3 დეკემბერი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი