მხიარულება
ქალაქში დგახარ.. დიდი ტკივილია თუ გრძნობ როგორ გივლის ქარი სხეულში,მაგრამ ყურს არ უგდებ..რადგან შენი თავი უმნიშვნელოა,ვიდრე სხვა ვინმე.. ქუჩაში ადამიანები დადიან,მეგობარი მეორე მეგობარს ეუბნება,რომ ამხელა სტრესის გამო ძალიან დაღლილია..დედამ დაურეკა და მის საყვარელ კერძს დაახვედრებს,როცა მივა,რადგან დაძაბული,გადამწყვეტი მომენტებია..და თითქოს ყოველი წყენა ქრება ამ დროებში ახალგაზრდების მიმართ.. მუცელი გტკივდება,რადგან ქალაქამდე ფეხით იარე დიდი მანძილი..ჭრიჭინებისთვის რომ მოგესმინა..მანამდე კი ძველ,ქართულ ფილმს უყურე,რომლის სახელია ,,არასერიოზული კაცი"..და აგეტირა ამ მნიშვნელოვან დღეს,ზუსტად ამ დღეს.. მერე მოგაგონდა,რომ წლების წინ ბედობასაც ტიროდი და თითქოს,რადგან ასეა,გასაკვირი არცაა ეს ქმედება ახლა.. მუცელი გტკივდება,რადგან შენ არავინ გელის,არავინ დაგხვდება შინ.. საღამოს შვიდ საათამდე სკვერში ზიხარ,მეგობრები შემოგეძარცვნენ,განიცდი,რადგან წარუმატებელი აღმოჩნდა ბოლო გამოცდა.. მერე შენობის გვერდს შორდები..მაგრამ თითქოს ბედად,ბალახებში,რაღაც მოძრაობას იწყებს..ჩიტია, დიდი ჩიტი,გინდა შეეხო..გაგონდება ადამიანი,რომელიც ნახე დღეს და რომელთან მეგობრობაც გინდა,მაგრამ მომავლის შენ იცი,რომ არ გამოვა..გინდა მეგობრობა რადგან გგონია რომ ერთნაირები ხართ.. ავტობუსს ელი,ფეხები გტკივა ძლიერ,მუხლები.. სკამები ცარიელია,ავტობუსის კარი იხურება,გაგონდება,რომ წინა კვირას იგივე სკამზე იჯექი როცა იტირე..სწორედ ავტობუსის კარის დახურვის გამო იტირე..მიზეზი არ იცი თუ რატომ.. გასაღებს კარში ათავსებ,აღებ და სიჩუმეა,სიბნელეა.. სევდიანდები,მაგრამ არ ტირი,რადგან დღეს საკმარისად მოხდა ეს..და სევდიანი ფილმიც ნახე იღბლისთვის.. ბედნიერებას ჩაის პაკეტი გახსენებს,რომელიც ცხელ წყალში წამის წინ ჩადე და ის ორცხობილა,რომელიც წამოსვლისას იყიდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი