გაუსაძლისია,რადგან ფიქრობ.
ჭიანჭველები ბუნებრივ მგრძნობიარობას იყენებენ,გაყინულ კედელს მიყრდნობილი,ადამიანი თუ არსებობს,რაღაცას ეძებს. როდის შეწყდება ეს ხმა,გამაღიზიანებელი ხმა,გუშინდელი ჩემი თავი არ მიყვარს,დღეს დამავიწყდა, როგორ უნდა ცხოვრება და ამ ტანჯვას გამოღვიძება მოჰყვა.. ფიქრები ტრიალებენ ჩემ გარშემო,მაგრამ ჩემში არ შემოდიან,დაჭერობანას მეთამაშებიან და ცრემლებს ითვლიან,არ შემოდიან და ეს, რაღაც მგრძნობიარე პათოსია ჩემს თავში..სხვა არც არაფერი მაქვს. ქალს ვკითხე ასანთი,უარი. და ბიჭი გამოაგზავნა დასახმარებლად.. შენ მკითხე ლოკოკინების ასეთ დამოკიდებულებაზე,მე ვერ გავიგე,რატომაა აუცილებელი,რაღაცები გიყვარდეს მიზეზით.. ფიქრები ირევა გარშემო,მაცდურად მიკრავენ თვალს და ტანჯვას მიმატებენ,რადგან არ მიბრუნდებიან..სულ გარეთ..გარეთ. ბოლოს საძულველი შეგუებაა მიცვალებულის და ისე იძინებ,თითქოს ცოცხალი კაცი გიწვეს გვერდით. ჭიანჭველების სიცოცხლეა სიცოცხლე,მე უმწეოდ,ყველაზე სუსტ არსებად დავეხეტები და..არ მაქვს ოცნებები. საუბარი მინდა მხოლოდ. ჭიანჭველების სიცოცხლეა სიცოცხლე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი