რა ვქნა ასეა,ჩემნაირი ადამიანი ნუღარ გაჩნდება.
გუშინ ვიძინებდი, ვფიცავ როგორ მეძინებოდა.. სანამ ცრემლები მომერევა,ვგრძნობ რა სიძლიერით მსურს ტირილი. შენ ამ წერილს ვერ წაიკითხავ, რადგან არა ხარ ასეთი ადამიანი, კითხულობდე წერილებს.. მონატრების წერილებს! გუშინ ლამის სული წამიცდა, ვფიცავ,ისე მეძინებოდა.. ვერ დავიძინე,რადგან მეგონა დეკემბერში,როგორც წესია გარეთ მოთოვდა.. ჩუმად ავდექი,ბებოს რომ არ გაღვიძებოდა, ღამე იყო ფანჯარაში, დარაბზე უწინ ყვავილი იდო, მერე ვიღაცამ გამოიარა და ჩამოაგდო, ახლა აღარ დევს. ვფიცავ,გუშინ ძლივს შევიკავე სული არ მომგონებოდი.. მაგრამ შენ ამ წერილს ვერ წაიკითხავ,რადგან არა ხარ აი ასეთი ადამიანი, რომ კითხულობდე უბრალო წერილებს, მონატრებაზე!.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი