უცხო მეგობარო


ზაფხულის დღეები მიდიან,ისევ ჩვეულად ვარ და ისევ ჩვეულად ვეტრფი ხელნაწერ წერილებს..
ეს ფურცელი ძველი წიგნიდან ამოვიღე,ამაში,როგორც სუნი ასევე გვერდზე შავი საღებავი დაგარწმუნებს,რადგანაც ძველად წიგნების ერთ მხარეს ასე აშავებდნენ თურმე..ეს მე არ ვიცოდი,იმ მხატვარმა მითხრა,რომელმაც ეს წიგნი მაჩუქა. დღეს დიდი წვიმა მოვიდა,ხომ იცი?როგორც მიყვარს..და ბედნიერი ვიყავი დღეს,დავიწყებული მქონდა მანამდე წვიმიანი დღეები და ერთიანად გამახსენდა ახლა..
 გუშინ საღამოს წერილებს გადავხედე,მენატრება ის დრო,როცა ერთმანეთს არ ვცნობდით,მაგრამ იმის გამოისობით არა უცხონი რომ ვიყავით.

გრილი ამინდია,ატამი მწიფს..ლამაზია დახუნძლული ხეები,რომლებიც სიმძიმეს ვერ უძლებენ,
მე მიყვარს სიმარტოვე,მაგრამ არ ნიშნავს,რომ მინდა მარტო ვიყო,
მენატრები ----,
ისე მკაფიოდ გხედავ,მკაფიოდ ვხედავ ჩემს თავს შენში..ახლა ვიღაცები ლაპარაკობენ და წერას არ მაცდიან..მენატრება ჩახუტება.
დღეს დავფიქრდი და თითქმის აკვიატებული მაქვს ერთი და იმავე საგნის ხატვა,ადრე ლიმნებს ვხატავდი,მერე ატმებს და ახლა სხეულებს,შიშველ სხეულებს ვხატავ.
 ვერ ვიგებ რა არის ეს მგრძნობიარედ ყოფნა,როცა თვალები ცრემლით მევსება..მეტირება,რადგან ამ წამს პეპელას ვხედავ..მითხარი გულწრფელად აქ უნდა ვიყო?შენ თვლი,რომ ჩემი ადგილი აქ არის?
ქარიანი დღეა..ცოტა ხნის წინ ლამაზად წვიმდა და ----..ჩემო მეგობარო,ახლო მეგობარო,მენატრება ის დრო,ჩვენი სეირნობა,საუბარი..
ის დრო,როცა არ ვფიქრობდი თუკი ოდესმე მომენატრებოდა..თუკი ასე ლამაზ და მარტოსულ დღეებში ვიქნებოდი,მახსენდება ----,როგორც ადამიანი,რომლიც ვერასოდეს დამავიწყდება..
უშნო ქარია,რომელიც მომწონს..უშნო კანს ეცემა და აგრძნობინებს სილაღეს..მე აღარ მახსოვს რას ნიშნავს ოჯახი,არ მახსოვს რა არის,როცა ვიღაცის გამო სხვაგან ღამეს ვერ ათევ..
მენატრება ჩახუტების სურვილი,რომელიც მაშინ ----სთან ვერ გავამჟღავნე,მაგრამ კი ვგრძნობდი მის ხელებს..სკამის საზურგეს მიყრდნობილი მისი ხმის ბგერებს,შეხებას ვგრძნობდი კანზე..ღიმილიან სახეს,სიტყვებს,ხმას,რომელიც სიცივისგან უთრთოდა..
 არსებობს სადღაც ხელახალი 
 შეხვედრა..ჩახუტება და თხოვნა,რომ ჰქონდეს 
 ჩემი იმედი..გვერდით დგომა,თუნდაც რომ 
 ვიცი,სულაც არ სჭირდება ეს.
ქარია,დღეს ძალიან ცივა,
ნეტა თუ მოთოვს აპრილში..მოთოვს?

8 აგვისტო.2021 წელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი