სევდა


რა საზიზღრობაა,
რა საზიზღარ მარტოობაში ვარ ჩემო,
ადამიანები გაივლიდნენ და მეტყოდნან რა გადარდებსო ადამიანო,
მადარდებს,მარტოობა მადარდებს,სულიერი მარტოობა,მაგრამ კი უკეთესია ეს მარტოობა მაინც მადარდებს,
გამაღიზიანებელია,როგორ მინდა გაქრობა ამ დროს,შენ ვერ მიხვდები რა დროა ახლა,მაგრამ მე ხომ ვგრძნობ,
ფურცელზე წერილებს აღარ ვწერ,ვერ ნახავ მაინც,მაინც ვერ ნახავ,მონატრება კიდევ სწორედ ამ ,,ვერის" დროს ჩნდება,ჩნდება და არსებობს არ მიდის არსად,რაღა არის გასაკეთებელი ადამიანმა რომ აკეთოს?ჩემი მეგობრები ბრაზობენ,სულ უნდა ბედნიერი ვიყო რატომღაც,მე ბედნიერების მარადისობისა არა მწამს,შეიძლება ბედნიერება არც არსებობდეს,ასე რომ ავიღო და გავიხსენო,ამიტომ ვამბობ არც არსებობდეს მეთქი,
სასაცილოა რა პატარაა გახარება ზოგჯერ,
რომ ვსაუბრობდეთ,
ხომ გამიგებდი,რომც არ ყოფილიყო გაგება,სწორი სიტყვები ხომ იქნებოდა,არ ვიცი სად ვარ უკან რომ დავბრუნდე ან წინ ვიარო,სხვები კიარა ჩემი თავი მძულს სხვებს რომ ვიყვარებ ჩემს თქვზე მეტად..
მოიწერე ხოლმე ხანდახან,ვიცი ვერ მოვა ჩემამდე,მაგრამ შენ მაინც მოიწერე,რა იცი იქნება ოდესმე მივიღო და გამიხარდეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი