~~~


ამოვისუნთქე..
ზღვაში ფსკერამდე ჩაძირული ძველი მონეტისმაგვარად მარტოსული ვარ,ეგ იმიტომ რადგან ვიცი რომ შენი ფიქრი სადღაც ფიქრების სამყაროში ღრუბლებად დაფრინავს,არ მაცდიან ფიქრებს,საუბრობენ,საუბრობენ,საუბრობენ..
აღარ ვიცი რა არის დარდი და სევდა,ახლა მგონია ეს სევდა სევდა არ არის,აბა რა არის(?).
გამომხედე.
ისევ იცი როგორ (?)აი როგორც მიყურებ ხოლმე..
და მე ჩავთვლი რომ ყველაფერი რიგზეა,რომ კარგად ვარ..ყველაფერი მინდა დასრულდეს,თვალები დავხუჭო,ფეხი ნაწვიმარზე გუბეში ჩავაჭყაპუნო და მერე უმისამარყოდ შევიკურთხო,უკიდეგანოდ დავიკარგო ნაწვიმარ ქუჩაში..
აპრილია,
მოთოვს აპრილში?
ამოვისუნთქე..
ზღვაში ფსკერამდე ჩაძირული ძველი მონეტისმაგვარად მარტოსული ვარ,ეგ იმიტომ რადგან ვიცი რომ შენი ფიქრი სადღაც ფიქრების სამყაროში ღრუბლებად დაფრინავს..

04.04.22

22:09

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი