არ წაიკითხო


მითხარი ერთი,ჩემო თავო საერთოდ გიყვარვარ?
მე ზოგჯერ მინდა ფანჯრის წინ დავჯდე,ფიქრები გაქრეს,სამყარო გაქრეს და უხმო ფილმი გადაიშალოს თვალწინ,ახლა არაფრის კეთება მინდა,უბრალოდ მინდა სადმე ბალახზე წამოვწვე,ხელით მოვეფერო მიწას და გავიხსენო რა კარგი იყო,როცა თამაშისას წაქცეულს ნატკენ მუხლებზე ყავისფერი,პატარა მარილები მეყრებოდა..
ადამიანი,რომ იზრდება ფიზიკურ ტკივილს სულიერში ცვლის,მე ვინმემ მკითხა?იქნებ მერჩივნა არ გადამეცვალა და ისევ ბავშვურად მომემტვრია ფეხები..
მგონია მეტად მარტივია იცოდე სად გტკივა,იცოდე თითით სად უნდა მიანიშნო..რომ მერე დედა მოვიდეს და მინიშნებული ადგილის ოდნავ მოშორებით გაკოცოს..შენი ტკივილი შეამსუბუქოს..მაგრამ ახლა,
დედა მე შენთვის არ ვწერ ამას,არ უნდა წაიკითხო(!)
მე ვერ ვიგებ სად დავიდო ხელი,რომ ვინმემ მაკოცოს,რადგან ეს გულის ტკივილი არ ვიცი სად არის..
ჰო.. მიყვარხარ! ვეუბენბი ჩემს თავს,ოღონდაც იცი როგორ მესმის(?)
ზოგჯერ,რომ ვტირი და ვფიქრობ ჩემს გულზე..პატარა ჩიტები იწყებენ ბუდიდან ხტომას და მე მეშინია რომელიმე მათგანს ამხელა სიმაღლის დანახვაზე გული არ გაუსკდეს..ანუ მე..
არაუშავს რა,გთხოვ არაუშავს!
დაიღლები ბოლოს და დაგეძინება..იმდენი წყენაა თვალებს ვერ ვხუჭავ,გაგიგიათ ასეთი რამე?
მითხარი ერთი,ჩემო თავო საერთოდ გიყვარვარ?მე ზოგჯერ მინდა ფანჯრის წინ დავჯდე,ფიქრები გაქრეს,სამყარო გაქრეს და უხმო ფილმი გადაიშალოს თვალწინ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი