აღარ მინდა
ძალიან ცხელა ბოლო დღეებია,ცუდია რადგან ტანსაცმელი ათ წუთში შრება როცა გაფენ,აღარ ქმნის სილამაზეს რომელიც მიყვარდა,ან ქმნის მაგრამ მე ვეღარ ვამჩნევ..იმ ადგილებში აღარ დავდივარ სადაც აქამდე დიდხანს დავაბიჯებდი,იმიტომ რომ მეორე ქალაქში ვარ..ძალიან შორს. გუშინ მაღაზიაში შესვლისას მოხუცმა ქალმა რაღაც წაიმღერა და მე გამეღიმა იმიტომ,რომ ძალიან ლამაზი იყო.. ჩემო..იცი? ყველაფერში დამნაშავე მოგონებებია, მოდი როგორც შევქმენით ისე გავაქროთ, რამდენიც არ უნდა უცვალო წყალს მიმართულება,თუკი ძალდატანება არაა ვერ დაიმორჩილებ და მე ძალდატანებული არაფერი მინდა ამიტომ გეთანხმები. მოგონებები რომ არა ახლა აქ ასე არ ვიქნებოდი..ყველაფერი,ყოველი წამი მახსოვს..ყველა შემთხვევა და ჩემს გონებას არ აძლევს ფიქრი მოსვენებას.. ისევ მინდა რომ ჩაგეხუტო და თმაზე მაკოცო,მითხრა რომ კარგია ჩემთან ჩახუტება,მითხრა რომ ყველაფერი ქრება სამყაროში და მხოლოდ მე ვარსებობ..მითხრა რომ სულ ასე იქნება და არა მხოლოდ ერთი თვე.. ისევ ისე რომ ვღირდე რამედ შენთვის..ერთი დღეც ვერ ძლებდე და ისევ ჩემთან მოდიოდე,ისევ გაკვირვებული და აღტაცებული თვალებით მიყურებდე თითქოს რაღაც გასაგიჟებელს ვაკეთებდე და არ გჯეროდეს.. იცი ყველაზე კარგი მაინც ის არის რომ რაღაცები რაც გულში მქონდა გითხარი და თითქოს გულიდან რაღაც მომწყდა..არაუშავს თავისუფალი ხარ და არც მე ვარ ვალდებული ისევ ვიფიქრო,ეს წამიერი სისუსტეა მხოლოდ..აღარ მინდა სიყვარულის მჯეროდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი