ადამიანი,თექვსმეტ წლამდეა ადამიანი.
,,მე მგონია,ადამიანი,თექვსმეტ წლამდეა ადამიანი,თქვენ რას ფიქრობთ?" მწვანე იყო ბალახები,იანვრის დასასრული ფოთლებს ძარღვებში ეწვეთებოდა. ,,არ ვიცი მეთქი, დაფიქრების მერე შეიძლება ვიცოდე.." მის გვერდით ვიჯექი,ვიღაცამ გამოიარა,ავტომობილი გააჩერა და გზა დაუთმო,დიდხანს ვფიქრობდი იმ ადამიანზე. შენობები კი არა,მიწა,ხეებია ძველი ქალაქში. .მშვენიერი იყო ,,იცოდით? რომ არსებობს სინონიმი სიტყვები,რომლებიც ერთსა და იმავეს არ ნიშნავს."..ფიქრებში. .მგონი ეღიმება არ მიჯერებს. ,,ჩემო მეგობარო,თქვენ ლამაზი სრულიად არ გეთქმით მეთქი." მგონი,ფესვები ვერ სუნთქავენ,თუკი ასფალტი ფარავს მიწის პირს.. ,,თქვენ მეგობარო მშვენიერი ხართ." ფოთლები,ხის მწვანე,ძველ სკამს მოსავდნენ ,თეთრი იალქნებივით წარმოდგენილი ფარდები ჩემს გარდაცვლილ სხეულს ერწყმოდა და ვგრძნობდი მის თეთრ თითებს.. ,,მე მგონია,ადამიანი,თექვსმეტ წლამდეა ადამიანი" მიყურებდა,თვალებით რაღაცას განიცდიდა,იქ არ იყო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი