წერილი


რა დროა ერთი სიტყვაც არ მითქვამს შენთვის..სხვა რამე დაიწერებოდა,რომ ვიცოდე ამას წაიკითხავ? არ მგონია..ადამიანებისგან,როგორ მოვითხოვო სიყვარული,როცა თავად არ მიყვარს ჩემი თავი..
ადამიანები უბრალოდ ცხოვრობენ,უნდათ რაღაცები და იღებენ კიდეც..
 მე უბრალოდ მინდა წამოვდგე,ხელები მჭიდროდ შემოგხვიო,შენი სხეული ჩემად ვაქციო და ის უცნაური,გაუგებარი მონატრება ჩავკლა,ერთ ადგილზე რომ არ მაჩერებს..
ახლა,უფრო მეტად მგონია რომ გამიგებ.
უფრო მეტად ვაანალიზებ მსგავსებას და უფრო მეტად მინდა გხედავდე,უბრალოდ დილით სკვერში მოდიოდე..მე,ჩვეულად მაგ დროს,მაგ ადგილზე ვიყო და გიყურებდე,ქარში თმის შრიალს,მშვენიერ კისერს ვუყურებდე,თოვლის ცვენას განვიცდიდე შენი მხრებიდან..ყინვაში აკანკალებულ თითებს..მშვიდ,სულის შემძვრელ ხმას ვისმენდე..
მზეში ჩრდილის მაძებარს გხედავდე.
და რადგანაც ვერ ვიტან სიცხეს,იქნებ მეც,სადმე ახლოს ვიყო..
ჩრდილში ვიყო,გიყურებდე.
შენ იგრძნობ უცნობის ყოველდღიურ მზერას,მაგრამ არ იმჩნევ,ცდი,რაღაცას ელი..
თითქოს,გინდა გაიგო რამდენხანს გავძლებ..
 მერე ვკვდები! ღმერთო!..
ყველა ოცნება ტკივილია,როცა არ ხდება.
ოდესმე ისევ შევეხები შენს მზერას წამით!?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი