გვერდული წოლა.
არასოდეს გაქრება ქარი,ზიზღი არ ქრება ჩემი თავის. ისევ გვერდულად მინდა წამოვწვე,ავადმყოფური სიცარიელე ვიგრძნო და კედელს სიცივე ვუსაყვედურო,ჩემში შენი ატომების პატარა ნაწილებია გაბნეული,თანავარსკვლავედებს ქმნიან და როგორც ლაქა,წარუშლელი ლაქა..არ ქრებიან. ვუპასუხე უცხო ნომერს და მეგონა ჩასუნთქვის გამო ვკვდებოდი,ვერასოდეს ვიტანდი მობილურზე საუბარს.. სიცარიელის გრძნობა თუ ბუნების ნაწილია,მწვანე იქნება ეს გრძნობა..მშურს ადამიანების,რომლებსაც შეუძლიათ ბედნიერები იყვნენ..საკუთარი თავის სიყვარული ესმით..ეგუებიან ამ წყეულ სამყაროს,რომელშიც ვარსებობ და ვერ ვიგებ ამ სიბნელიდან,როგორ არის შესაძლებელი გაღწევა. გვერდულად მინდა წამოვწვე,შეიძლება იმიტომ არ ქრები,რადგან გეჭიბედი..უსიტყვოდ,შენგან განცალკევებით ვქმნი ჩემში შენს თავს. იქნება სამყარო სადღაც,ფიქრების გამოისობით ტკივილები რომ გაქრება ისეთი..ფერადი სახლები,ცხოველები.. იქნება სამყარო,ალბათ სადმე მეორე მხარეს. გვერდულად მინდა წამოვწვე,დავიმალო,რადგანაც არ ქრება სამყაროში არაფერი,შენი ერთი გაფიქრებაც ლაქის მაგვარად ინარჩუნებს ფორმას..არ ქრება ქარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი