ცარიელია წყლის ჭიქა.
ცარიელია. რა არ ვიცი,რა არის სახელი,შინაგანი მოცულობის,რომელიც მწარედ გრძნობს სიცარიელეს..სხვები უბრალოდ მარტივად შეხედვას ამჯობინებენ, უყურებენ-იცინიან, მე ყურება-ტირილი..მირჩევნია და ასე განსხვავდება ცრემლიანი სიცილი.. ყალბი სიცილისგან,მაშინ არავინ იყო,სურვილის გამო,რომ მარტო მინდოდა..მაგრამ ძაღლი იყო ერთი,იყო მრავალი ადამიანი მასში,ვინც მინდოდა ყოფილიყო მაშინ იქ.. მინდოდი-გადამინდებოდი მინდოდი-გადამინდებოდი მინდოდი. ვერ ვიგებ რა არის ყვავილის მოწყვეტა,თუკი ფიქრობ,რომ ლამაზია. ვერ ვიგებ რამდენად ამაზრზენია დამოკიდებულებები..იმისათვის,რომ უარი ვთქვათ მათზე,ჩვენში ბედნიერების წამიერი აღმოჩენების გასაკეთებლად.. ცარიელია,ოღონდაც რა..არ ვიცი. ადამიანის სახეს ვიღებდი,პროტოტეპებს ვაკეთებდი ჩემში,ნაწლავების..გულმკერდის გავლით ვისრუტავდი სისხლს, იდეალური ქმნილების წარმოდგენებში,წარმოდგენის გამოისობით.. ვიღებდი შენს სახეს. სიცარიელეა..ოღონდაც სად,არ ვიცი. მიყვარხარ,რადგან შორს ხარ. მინდებოდი-გადამინდებოდი მინდებოდი-გადამინდებოდი.. მინდებოდი- ისე,რომ გადაფიქრება სინამდვილეში არ არსებობდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი