მიპასუხე..
ისევ გწერ. ოთახში ორი ბროწეული შემოვიტანე,აღარ მინდა ვიფიქრო,რომ ყველაფერი დაგეგმილია,შემოდგომა ცივია წელს,მიხარია,რადგან ვიცი შენც გახარებს სიცივე.. მტკივა სილამაზე,რომელიც ვიცი,მისაღებია შენთვის..მაგრამ იქნებ არც იყოს,რა ვქნა (?) მე მინდა უბრალო ცხოვრება. უბრალო სახლი. უბრალო სამსახური. უბრალო სიმშვიდე. მიპასუხე,რომ არაუშავს თუ ვერ ვითმენ,მიპასუხე.. ბროწეულები ბებომ დააწყო დარაბზე. როგორ მძულს საუბარი ვისაც არ ესმის,მაგრამ მოსწონს როგორც ამბობს.. როგორ მძულს. არ ვიცი მონატრების გრძნობა რა არის,როგორია.. და ყველაფერი ჩემი თავის არ ნდობის გამო. მინდა უბრალო ყოფნა. უბრალო სიმშვიდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი