წვიმა


ღიაა ფანჯარა..
მარტივი დღეების სისწრაფით გავლა იგრძნობა წუთში,
ახლა ისეა ათასში ერთი დაითვლის ვარსკვლავებს ღრუბლიან ცაზე..
გახსოვს როგორი ვიყვი წინად?არამგონია,რადგან სირცხვილი არის მეტად..
ვხედავდი როგორ იღრუბლებოდა სახე..
მე წვიმა მიყვარდა,ვოცნებობდი კიდევაც მასზე..
ბაბუა ფიქრობდა,რომ წვიმის წვეთები მუჭებით შეეგროვებინა,
თუ მაინც გაწვიმდებოდა ფარხმალს დაყრიდა
,,მშვიდობიანი წვიმაო" ასე იტყოდა..
მე ძალიან მიყვარდა წვიმა,ახლაც მიყვარს.
გუბეებ ამოცმული დავაბიჯებდი მშრალ ნაწვიმარზე, მერე ბავშვივით ვიცინოდი..
ბავშვი ვიყავი,
ან კიდევ დიდი..წვიმისგან გახარებული,სახე მიჭედებული ასაკისათვის რაღაც მოხუცი..
გახსოვს როგორი ვიყავი მაშინ?
არამც და არამც მახსოვრობა არ შეგიძლია!
ღამეა.
ახლა,ფანჯრიდან შემოპარული სინათლე მახსენებს რაღაც სიმძიმეს,რა ვქნა თუ შენი შეყვარების აღარა მჯარა?
როცა კი მწამდა წვეთებს იჭერდი,ერთად კრეფდი და გასახმობად წყალს არ უსხავდი..
მე მხოლოდ ბოდიში მინდა ვუთხრა მთელ სააქაოს..
რადგან დავდივარ მიწაზე და როგორც ადრე ტანთ მაცვია უშნო სამოსი..
გახსოვს როგორი ვიყავი ადრე?
არა არ გახსოვს,რადგან გახსენება ძველი წარსულების უკვე გაილია..
რა ვქნა თუ არ მჯერა შენად ნაყვავები წრფელი ამ გრძნობების..
ვერ ვიტან ყვავილებს..მიწიდან ამოწყვეტილს,
მახსოვრობა მტკივა, 
ყვავილებისთვის წყლის გამოცვლაც უკვე ბევრჯერ დამავიწყდა..
და როცა ყვავილები თვალ წინ მიჭკნებიან გულის გასახეთქად;
,,გახსოვს როგორები ვიყავით წინად?"
ერთად მიყვირიან..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი