არ მინდა შემეძლოს მენატრებოდე.


შეიძლება საიდანმე ეშვებოდე და მაინც ძლიერად იდგე მიწაზე,
მე ჩახუტებას იმას ვეძახი,რაც არასოდეს განმეორდება..რადგან ცივა და ატომები ჩვენი სხეულების,თურმე სინამდვილეში ერთმანეთს არც ეხებიან..
უპეები მოწითალო..ნატანჯი იქნება დილით,
ნუ ტირი..
მენატრები,
როგორ აგიხსნა,მენატრები..
არც ისმენ ვერ ახსნას,გამოდის არც ახსნას,განმარტებას მოისმენ..
გაჩერდეს ეს ღამე..
თეთრ მკლავებში მოექცეს..
გთხოვ,ერთხელ ისე ჩამეხუტე ცხოვრების ბოლომდე ვეღარ ვიგრძნო მარტოობა..
მე არაფერი შემიძლია,
მეშინია,რომ არ შემეძლოს ის რაც მინდა.
ადამიანებთან,ადამიანებში ვარ და რომ ვარ ვგრძნობ,არაფერი მესაქმება მათში..
უპეები გადიქცევა სადინარებად,გემების საყუდლად..
შეწითლებული,მწიფე ვაშლის ფორმებად..

მეშინია,
როგორ შევძლო ახსნა..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი