წამები
არ ვიცი. როგორ მიიღწევა ის რაღაცები,რაც აქვთ სხვებს და რაც მეც მსურს.. საიდან მოდის ძალა,ვაკეთებ საკმარისს?არასოდესაა ეს,რაღაც ადგილი ჩემში მშვიდად.. ,,მოაზროვნე ადამიანი,ყოველთვის უკმაყოფილო ადამიანია" ამბობ.. მაგრამ რატომ? რატომაა ასეთი ძნელი? გაცვეთილია ეს ფრაზა,მაგრამ მართლა არავის ესმის.. როგორ მინდა არ შეწყდეს საუბარი..გაგრძელდეს,არ მიიყვანოს დასასრულამდე,არ მომცეს უფლება ვიფიქრო მარტო ვარ.. ღმერთო,რატომ გინდა ვიყო ასეთი?ვიტანჯები,რატომ უნდა ვიყო ასეთი?.. რაღაც უნდა გაკმაყოფილებდეს ნაცვლად ამდენი განცდისა,რაღაცას სწორად უნდა აკეთებდე.. მზიანი,შემოდგომის თბილი დღეა.. ტერენტის წიგნი დავდე ბალახზე,შემოდგომაზე ახალი ბალახი ამოვიდა..ახალია..ვგრძნობ როგორ განიცდის ჭრიჭინაც..სად მივალ?..სადამდე მივალ საბოლოოდ,ვინ გადარჩება ჩემში საბოლოოდ,რა შეავსებს სიცარიელეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი