წუხელ


ალალი ღამე მიიკვლევდა ქუჩას წამის წინ
მთვარეს ეძებდა გამალებით, დარდებს მალავდა
ვფიცავ! ამგვარი დაღამება ვნახე შარშანწინ
მაშინაც,მარტო სევდიანი დღე რომ დაღამდა..

სული გადვისხი სასულეში ჩემი მოგვარის
ბოლო წვეთია!ვეხვეწები ჩემს თავს სარკეში
სიტყვების უკან იმალება ლანდი მორალის
და შიშველ სხეულს წვიმის წვეთი ლანდავს სარკმელში..

ქარია გარეთ,ატმის ტოტი მოძრაობს ვნებით
გარიჟრაჟებს კი ეცინებათ, ჟრუანტელს გრძნობენ
მე ჩემი თავი დავამცირე ჩემივე ნებით
და ახლა მცირედს სიტყვასაც კი აღარ მანდობენ

თბილი ქარია..გამახსენდი, ვფიცავ ძველ ღმერთებს
და გამახსენდა ყველა ღამე, მარტოდ მოარე
სახლში მარტო ვარ შუქს კი უკვე არავინ ანთებს
არც გრძნობის სიტყვა არ მოისმის სადმე მდინარე..

სული გადვისხი სასულეში ჩემი მოგვარის
ბოლო წვეთია!ვეხვეწები ჩემს თავს სარკეში
სიტყვების უკან იმალება ლანდი მორალის
და შიშველ სხეულს წვიმის წვეთი ლანდავს სარკმელში.

მორჩა! გათავდა..სამოსელი უკვე გაწყალდა
მორჩა! სარკეში ვეხვეწები საზარელ ურჩხულს
როგორც ყოველთვის ჩაღიმება უკვე გაყალბდა
ღამე კი ისევ ჩამჩურჩულებს რაღაცა ანჩხლურს..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი