მაშინ
მზე იბადება მთვარის ლაჟვარდში!.. მოდი,შეხედე რა ლამაზი თითები დადის მთელ ჩემს სხეულზე! სნეული სული განისვანებს,ასე მგონია ეძინება ანდა..ეულზე ყვება ამბებს უყურებს წერტილს მე რომ სიტყვის თქმა არ შემიძლია საკვირველია გთხოვ მაპატიო ეს ცრემლები შენ მოგაკუთვნე გულის შლეგისგან გონის დაკარგვა ჯერ პირველია ცრემლის მდინარე გადალახა თვალების ნავმა სამყაროს ნავმა,თვალებისგან შექმნილმა ძაფმა დააკერა და კემსვას მოუყვა მწველი შეგრძნება გთხოვ მაპატიო.. ახლა ვერ გრძნობ ცივ ცრემლის კვალებს? სანამ დროები იყინება მთვარე შედგება ზეცაზე ადგილს სანამ დაუთმობს მზის მაგვარ მარსებს ვგრძნობ როგორ ერთი ამოსუნთქვით გადმომეფარე მკლავები მყისვე შემოხვიე შიშველ გუბეებს და ამოაშრე ცრემლიანი..მშრალი თვალები და შემოხვიე მთელ სამყაროს თბილი ხელები მე მაშინ კედელს ვუყურებდი გარეთ ციოდა გარეთ გრძნობების არმია ყრიდა ორმოში გვამებს ცეცხლს უკიდებდა_მეფე გასცემდა ცრემლების წვიმას და გამარჯვებას ფიცულობდა ჰყიდიდა აბჯრებს.. და ფიცულობდა დამწვარ თვალებს შინაგან ხიფათს.. ეს განთიადი გამეპარა გრძნობებში ჰამლეტ! მაშ ოფელია როგორ მოჰკლავს გრძნობებით ამდენ შეღონებულ მთებს,ჰარმონიებს დამაქცევარ გზებს.. ჰარმონიები გაიპარა არსებულ მკერდზე.. და მე ვიგრძენი როგორ დაითმო სიკვდილის ნდომა გთხოვ მაპატიო..ეს სურვილი დაიწვა მზეზე.. გთხოვ მაპატიო..ეს ცრემლები შენ მოგაკუთნე.. და მოგაკუთნე გულის განგმირვაც..ძარღვების ლეწვაც და მგზნებარებით ჰადესამდე აღწევა ვნების!.. გთხოვ მაპატიო.. გთხოვ მაპატიო.. გთხოვ მაპატიო.. ვგრძნობ როგორ ერთი ამოსუნთქვით გადმომეფარე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი