ნატურა
სახლის კედელზე ვდგავარ შეშლილი ჩუმად ეშვება დარაბზე ფარდა თუკი შემშლიდა ასე შიმშილი არას ვიზამდი დალევის გარდა თვალის გუგები იშლება ბროლად შიმშილი-გრძნობის როგორც დაისი მეომარი ვარ მაგრამ ჯერ ბრძოლა არ დაწყებულა როგორც მაისი კედელზე ვდგავარ შეშლილი სახით ქარია ისევ არ ინდობს ღრუბლებს მცდელობა გულის სრულდება კრახით და ფილტვი ჩემი ჰაერს ვერ უძლებს დასანანია გზაზე რომ დგახარ და დგომას შენსას არ აქვს მიზეზი ქუჩის კუთხეში ლამპიონს გავხარ ჩაქრა ტკივილი უნახავს ისეთი.. ზიხარ და იცდი გაბნეულ ფიქრებს როდის დააწყობს შიშველი მთვარე მთვარეს კი სძინავს უყურებს სიზმრებს შემზარავია ამ წუთის არე სახლის კედელზე ვდგავარ შეშლილი ქარია ფარდას აცლის შენს სხეულს ვხატავ შენს კუნთებს ვნება აშლილი და თვალებს თითქოს ცოტათი ეულს.. საათი მიდის უკვე სრულდება დილის წამების მეხუთე დასტა ტილო გაშრობას აღარ უნდება სხეულის თითქოს კვლავ უნდა დასხმა იცვამ გაყინულ თეთრ კანზე სირცხვილს ვეღარ გამოცვლი მე უკვე ვნახე ტილო სირცხვილით საღებავს იცლის მადლობას ვუხდი ამ მცირე მახეს სახლის კედელზე ვდგავარ შეშლილი ფრჩხილებს ვიგლეჯ და ღიმილი მართობს შენი კუთვნების მე მქონდა შიმშილი ახლა ნახატი არ მტოვებს მარტოს დასანანია გზაზე რომ დგახარ და დგომას შენსას არ აქვს მიზეზი ქუჩის კუთხეში ლამპიონს გავხარ ჩაქრა ტკივილი უნახავს ისეთი..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი