გამაღიზიანებელი სიმღერა
მინდოდა მომეკლა,მინდოდა გამექრო, ის ვინც მიყვარდა, დღეს ქარი იყო და ბავშვები ხურდას ისევ ითხოვდნენ, მინდოდა მომეკლა გარდასული დღეები.. ქარები დღეს შენობებიდან დაშვებულ..გრძელ ფარდებს ხევდნენ. რა მოკლეა სიტყვა,მოკლდება თმა როცა შეიჭრი, არ გტკივა კარგო არ საუბარი? მაგრამ თმები,ხომ არიან სიტყვები,რომლებსაც არ სტკივათ.. მინდოდა მომენკლა,მინდოდა გამექრო,ის ვინც მიყვარდა, დავხურე კარი..და მერე კარები, ათასი ღამის დაუხურავი, შენ არ ფიქრობ..ფიქრი გფიქრობს ასე მგონია.. დღეს ისევ ციოდა,მაგრამ ისე რა.. გუშინდელზე მეტად არ.. მინდოდა მომეკლა,მინდოდა გამექრო ის ვინც მიყვარდა, თანხმუბა ვუთხარი ნაცვლად ხანჯლის ყელს მიბჯენისა.. რადგანაც ძვირფასო,ძვირფასო..ვიყავი მთვრალი.. მინდოდა მომეკლა,მინდოდა მომეკლა,ის ვინც მიყვარდა.. მე მოვკვდი, მოვკვდი, არ დამკრძალოთ, ამოვისუნთქო ერთი ორჯერ.. განა ცოცხალი ვარ? ჰაერის ნაკადია ფილტვებში..მოიცა, ამოვისუნთქო ერთი ორჯერ..მოიცა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი