მთელი წელი უნდა იწვიმოს
გაბნეულ თრთვილებად მიილტვიან იასამნები ღამდება..ყური დაუგდე როგორ ღამდება, ზამთარში გაფინეს გაცრეცხილი ცვილის საბნები მოხუცმა ქალებმა,ბებიებმა და არ უწყიან,რომ ვერ გაშრება.. მოდი კატა რომ მოიკალათებს ისეთი სითბო გადაეცი ფარდებს ფირუზის კასეოპეას მიაყოლე ლამაზი ხელი.. და ჩაუსაფრდი გაჭენებას მკვდარი საქონლის კედელზე გადი..აადინე ორთქლი საყდარებს, შენ ვერ უწყოდი საიდან შეხვდა ოდისეას ჩუმი ლაშქარი.. განა მართლაც რომ შეხვედროდა გაკვირდებოდი? მიმოიხედე მეთევზეები იჭერენ ქარებს და ტყის სულების სონეტებზე წამით კვნესის აკორდეონი.. შენი მკერდიდან სისხლისფერი ჭადარი ფეთქავს ხელი შევახე საზარელი გალიის კიდეს.. მოლანდებები გამიცოცხლდა მეთქი ეს უნდა მეთქვა გადავიფიქრე,როცა ვნახე სწორედ რომ იმდღეს მოკვდა რომულუს რომის სული!მოძრავი ლეში, რა მოსატანი სახელია წაიღოს წყალმაც! თითებს დავხედე წამიერად და მონატრება ვიგრძენი ყელში, როგორც მედუზამ წყლის სიღრმიდან ისევე ქალმაც მეზობელი სადარბაზოდან გამოფინა დარაბზე სხეული.. ცეცხლი ჯერ არავის მოუპარავს ოლიმპოს მთიდან და შენ გეძლევა შესაძლებლობა დაეშვა ხიდიდან რადგან ლამაზი მიტოვების დანახმა მინდა.. აბჯრის მზიდველის მსგავსი ვნების,როდესაც ხიდან ეპკურება წვიმის წვეთები.. კასეოპეას მიაყოლე ლამაზი ხელი, დაადუღაბე ვნებიანი მტევანი თვალთან რადგანაც ელი თითქოს ვიღაც მოვა და გიხსნის შენს დიდებულ ხმას წამოსწევს და კოცონის ალთან, ალქაჯების რიტუალებს შეუსაბამებს. ცდები ბატონო.. მწარედ იღება ფარდის სიღრმეში დამალული წითელი კარი, და იკეტება! იღება და კვლავ იკეტება! გაბნეულ თრთვილებად მიილტვიან იასამნები, ღამდება..ყური დაუგდე როგორ ღამდება.. ზამთარში გაფინეს გარეცხილი ცვილის საბნები, მოხუცმა ქალებმა,ბებიებმა და არ უწყიან რომ ვერ გაშრება.. ვერ გაშრება! ჩვენ ეს ხომ ვუწყით, მთელი წელი უნდა იწვიმოს!.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი