განთიადის ხმა


მე დამესიზმრა როგორ თენდებოდა.
ყიოდა მამალი გარიჟრაჟისას,
დამესიზმრა რა მწარე იყო დედის ტირილი,
და ყველაფრის დავიწყება განთიადისას..
რთულია ადამიანებს აუხსნა,რომ ადამიანობა ცოტა საძნელოა,
რადგან ხომ გესმის,იციან თავადაც და ყურს არ უგდებენ,
რაც ვუწყით ვივიწყებთ ხოლმე იმას,ასე გვჩვევია..
მე დამესიზმრა შენი მკლავები,
მერე საბანი გადავიფარე ისე შემცივდა,
ციოდა იმ ღამით.
ღამით სულ ცივა,
ერთი წამია სიკვდილიდან დაბადებამდე,
და წამი სრული დედამიწის განადგურება იქნება საბოლოო,
როცა ყველანი,ჩვენ ყველანი ვნახავთ ზმანებას,
რომ თითქოს ცხოვრება გავლიეთ და ახლა ვიღვიძებთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი