მატარებელი


სიტყვები მოდიან,როგორც ქუჩაში შემოდგომით დაფრინავს ფოთოლი,გამხმარი მუხის,
რადგანაც სული გადავისხი მძულდება სხეული
სუნი მაცოცხლებს ფანჯარაში ახალი ნუშის
არსად მიდის,დგას ცხოვრება დგომას ჩვეული..

საუბარია მოგონებაზე ზღვაში ჩაძირვის
საუბარია სევდაზე.. და სისწრაფეზე მატარებელის,
ხელებზე თმაში..
შეცურებაზე,თითქოსდა ირმის..
მშვიდ ყურებაზე გაზეთების დამტარებელის..

ქუჩად ქარია,არის რაღაც გუბისმაგვარი
უეცრად ნახტომ ღრუბლებს კემსავს ვიღაც მოხუცი..
ფანჯარას მოვწყდი არ მენახა ზეცის აკვანი,
ოღონდაც ამ წამს!
გავიმეორებ,სიზმრებს კემსავს ისევ მოხუცი..

მე აუტანელი ვერ ატანა მაწვება გულზე
ვხედავ თეძოებს,მაჯებს,მხრებს და კიდევ ათასგვარ დამახსოვრებებს..
ხმა ჩნდება ირგვლივ!მაბიჯებენ ისევე სუზე
და ოკეანის მიტოვებულ დამარხულ ოხვრებს,
ტანზედ ვიმოსავ..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი