მე წავიდოდი ომში


მე წავიდოდი ომში ამის გამო..
მაგრამ მე არ მინდა შეწყვიტოს სიცოცხლე
ვინმემ ჩემი გესლის გულისთვის..
მე წავიდოდი შენს გამო კლდის კიდესთან,
მაგრამ მე არ მინდა კლდეს შერცხვეს ამის გამო..
მზის ჩასვლის დროს,თუნდაც თვალები დამეთხაროს!
მე წავიდოდი კლდის კიდეზე ჯიხვების სანახავად!
რომ მომეყოლა მერე შენთვის,როგორი გრძნობაა,
შეუძლებელ ციცაბოებს ეპატრონებოდე..
წავიდოდი რვა მთის იქით,მეცხრე მთაზე გავჩერდებოდი,
მაგრამ მე არ მინდა მთები იმდენად დაბლები იყვნენ,რომ შემეძლოს მათზე ასვლა!
ყველა სევდაში გავივლიდი,თანავარსკვლავედებში,მოვნახავდი შენი დაბადებისას შექმნილ სივრცეს კოსმოსში
და მოგიყვებოდი როგორ აფეთქდა ვარსკვლავი იმ წამს როცა დაიბადე!
ვიქცეოდი ყვავილად,რომელიც სულ მეგებებოდა სოფელში,
წვიმიან ამინდში ბედნიერებას რომ მაგრძნობინებდა..
რადგან სიცხეში მას წყალს არავინ უსხამდა..
მაგრამ მე არ მინდა მეტად სევდიანი გამხადოს ყვავილის დარდმა!
წავიდოდი ომში,რომ ვისმეს მოვეკალი..
და მოგიყვებოდი მერე როგორი მწარეა სიკვდილის წინ იმაზე ფიქრი,რომ უამრავი რამ მაქვს მოსაყოლი შენთვის..
წავიდოდი,მაგრამ მე არ მინდა შეწყვიტოს სიცოცხლე,
ვინმემ ჩემ გამო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი