ჩვენი სიტყვა იყო მარტოობა


ჩვენი სიტყვა იყო მარტოობა
და მარტოობის საპირისპირო მინებს ვტეხავდით
წარმოვიდგენდით რტოს აღარ სურდა თითქოს რტოობა
და გულს გრძნობების შიშებისგან სრულად ვხეხავდით 

კანის აგლეჯის მიზეზები დაიბადნენო
ვერ გაძლების,გაღიზიანების წვეთები გამოშრნენ
ვეღარ განცდილი ნაბიჯები გაიბადრნენო
მთვარის უძირო კალაპოტები ერთმანეთს განშორდნენ

ვიღაცის სიტყვა დაეთრევა მთელ ღამეს ქუჩაში
სასმელს იპარავს სამეზობლოს შემოუყვება
და მერე კანში ნაპერწკლებად იქცევა მუჭაში
ეკლის მაგვარად ყელის მიდამოს ჩამოუყვება..

მე ისე მინდა ზაფხულის ქარი მივანდო სილუეტს
გულისამრევი შეგრძნებების გავკიდო სამოსი
და სურვილები შენი შეხების წამით გაყუჩდეს
გარდავიცვლები ოღონდ გაჩუმდეს რამით ნამუსი

ხელებს მაფარებს შეგრძნებები მტკივან სახეზე
სად გადავმალო უშნო კანი რომელიც მძაბავს
ისევ ჯობია მოვყვე ფიქრები მომაკვდავ ხეზე
და გულის ქარზე უნამუსოდ სამოსს რომ აბამს

ნამუსზე აგდებს,აგდებს ზეცაში და ისევ იჭერს
გაზონზე კრეჭავს მის საუცხოო გაშლილ ნექტარებს
მარტო მყოფელი გარინდება მტკივანზე აჭერს
და მერე ჩუქნის ირონიით მტკივანს კესანებს

კვლავ იღიმება კოლოპურტი ფარდების მიღმა
შენი ტუჩები დარაბებს მიღმა სიზმრებში დაქრის
ვნების გაჩენას მეორადი სიტყვებით ნიღბავს
და ზედ მწიკვ სირცხვილს მიმოფანტავს ფერადი ფანქრის

მახსოვს რა იყო მოძრაობის და ხმის იერი
მთელი სხეულის მიკუთვნების და ქარის ცეკვა
ჩურჩული ჩემში რომ  უნდა ვიყო მე ზომიერი
და ამ ჩურჩულის გასაქრობად სონეტის რეკვა

ჩვენი სიტყვა იყო  მარტოობა
და მარტოობის საპირისპირო მინებს ვტეხავდით
წარმოვიდგენდით რტოს აღარ სურდა თითქოს რტოობა
და გულს გრძნობების შიშებისგან სრულად ვხეხავდით

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი